вторник, 22 июня 2010 г.

მე მგონი, არც ისე ფემინისტურია :)


დავიწყოთ იმით, რომ ეს ქალებისთვის ყოველდღიურობაა : მუდმივი თემა მამაკაცებზე. დიახაც, არის, იყო და იქნება.
დღესაც მოვკარი ყური ამ თემას და რა თქმა უნდა, თავს ვერ ვიკავებ, უბრალოდ, ჩემი აზრი აქ არ გამოვხატო. აბა, დავიწყეთ :)

გრძნობებზე თამაში - ეს მამაკაცებს გადასარევად ეხერხებათ. ცოდვა გამხელილი ჯობს და არც ქალები ვართ ამ მხრივ გამონაკლისები, მაგრამ დღეს მამაკაცებზე ვისაუბრებთ. თუ თქვენი მეგობარი ბიჭი( იგივე "ლოვე", იგiვე "სიცoცხლე", "სიყვარული", "ბუსუნა", თვალის ჩინი და ა.შ.) მიეკუთვნება კაცების იმ კატეგორიას, რომელსაც ეშინია, საყვარელმა ქალმა არ მიატოვოს, მოსალოცად საქმე ნამდვილად არ გქონიათ (ვიცი და მორჩა). არც დროული მოქმედება და არც გამოსწორებითი და ამღზრდელობითი გაკვეთილები გიშველით, ის ხომ მუდმივად ცდილობს ტერორში გიყოლიოთ: ''გიყვარვარ ? '' და თქვენი პასუხი მუდმივად არ აკმაყოფილებს: '' შენ მე არ გიყვარვარ'' ან ''ისე არ გიყვარვარ'' . ეს ხომ საყვედურია :|

თუმცაღა ახალ დაწყებულ ურთიერთობაში ამდაგვარ საქციელებს ქალებს ეღიმებათ და ღიმილს შემდეგი სიტყვები მოყვება: "ძალიან კარგი, დამაფასოს. იცოდეს, რომ ერთადერთი არაა..." (და რა იცის რომ ეს მამაკაცების თამაშის ნაწილია, სახელად "თავს შეგაყვარებ და ცხოვრებას გაგიმწარებ".)

მე მგონი, ზედმეტი ჩხუბის, კამათის მაგალითების მოყვანისა და თავის მართლების გარეშე უნდა მოითხოვო, რომ შეწყვიტოს თქვენს გრძნობებზე თამაში და პირდაპირ თქვას, რას მოითხოვს. როგორც წესი, ასეთი მანიპულატორები დარცხვეnილები გეხუტებიან და მეტ სითბოს ითხოვენ.

განა ღირს ასეთთან ურთიერთობა?

ისინი ცდილობენ თქვენი თვით შეფასების კოეფიციენტი რაც შეიძლება დაბლა დასცენ და არასრულფასოვნების კომპლექსი გააქტიურონ. რატომ ? ამის მიხვედრა არ არის ძნელი: ისინი ეჭვიანობენ. მშვენივრად ხედავენ თქვენს ღირსებებს მაგრამ ეშინიათ სხვაგან არ წახვიდეთ.

მოკლედ, თქვენ საკუთარ თავს სჭირდებით და თავაწეულები უნდა იყოთ. დაე, ნახოს თქვენმა საყვარელმა ადამიანმა, რომ თქვენი მართვა არც ისე ადვილია.


3 комментария:

  1. აუჰ, ძალიან ბოროტულ რჩევებს იძლევი შენ. თავიდან ვიფიქრე, ახალი ბლოგი აქვს, პოსტს ფბ-ზე დავუშეარებ, ხალხმა გაიცნოს-მეთქი, მაგრამ ამის დამშეარებელი აშკარად არ ვარ. ძალიან გამაბრაზე!

    ОтветитьУдалить
  2. რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი ერთერთი იმათგანია ვისზეც ვსაუბრობ ამ პოსტში მეთქი :)

    ОтветитьУдалить
  3. მე ეს უკვე გამოვიარე... ასე რომ...

    ნუ შცდებით, გოგოებო ;)

    ОтветитьУдалить