понедельник, 21 июня 2010 г.

დავიწყოთ იმით, რომ ბლოგერობის არაფერი გამეგება, მაგრამ მაქვს ხოლმე შემოტევები წერის.
ეს ძრითადად ხდება მაშინ, როდესაც სამეგობრო რაიმე თემას განვიხილავთ ან მე მომდის აზრები, რომლებიც მინდა სადღაც რაღაცაზე გადავიტანო.
ჰოდა, იდეა ჩემმა ბავშობის საუკეთესო მეგობარმა, პომ მომაწოდა: "რატომ არ უნდა გავაკეთოთ ბლოგი, ელ?"

ალბათ იმიტომ, რომ ბლოგერების საიტებზე არ დავძვრები ხოლმე (თუ არ ჩავთვლით ნიკოლოს და კნუტს) ან იმიტომ, რომ კომპიუტერულ პროგრამებში დიდად ვერ ვერკვევი და საიტის პარამეტრების გასწორებაზე ტანჯვა გამოვიარე (ესეც თუ გასწორებულია რა. მაინც არაა ისეთი, როგორიც მინდა).


დავიწყოთ იმით, რომ ჩემი თავის დახასიათება მე არ მეხერხება. არა, ეს თავდაბლობის ბრალი არაა. უბრალოდ, მეც არ ვიცი როგორი ვარ.

თვალის ფერი 2 დღის წინ გავარკვიე. მემგონი მუქი ყავისფერია. ჰოდა, არაამბიციური ადამიანი ვარ და ეს მაღიზიანებს. თუმცა, სხვისი ამბიციურობაც მაღიზიანებს და საერთოდაც რა საჭიროა ამბიციები, შური არ ვიცი რა გრძნობაა. არა იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერი მქონდა, არამედ იმიტომ, რომ ყოველთვის მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს. ( ნუ ჰო კარგი, გარეგნობას არ ჩავთვლი, ვწუწუნებ ხოლმე მაგაზე და ნიკონის ფოტოაპარატზე :)

მოკლეედ გამიცანით მეგობრებისადმი უყურადღებო, ზარმაცი, ყველგან მყუდროების განსახიერება და მყუდროდ მყოფი ელე. იგივე მყუდრო :P

3 комментария:

  1. ჰეჰ, კიდევ ერთი გაბლოგერებული :* ტყუილად მოგნათლეთ მე და კნუტმა ბოტანიკურში? ვიცოდი რომ ეს დღეც დადგებოდა :)

    ОтветитьУдалить
  2. აწი თუ რამეს გიგრძნობს გული წინასწარ მითხარი :) ასრულებადი ყოფილა :)

    ОтветитьУдалить
  3. სიმართლე ვთქვა ვერ მივხვდი რა ხდება აქ მაგრამ მაგარი მუღამი გამიჩნდა შენი გაცნობის და თუ წინააღმდეგი არ იქნები იქნებ მომწერო რავი ...

    ОтветитьУдалить