четверг, 8 июля 2010 г.

სიყვარულის აფთიაქი, ქიმიური კოქტეილი :)



ყოველთვის ველოდები პირველ გადმოდგმულ ნაბიჯს სხვისგან….ეს ერთ-ერთი მიზეზია რატომაც იშვიათად გვიყვარს …. ველოდებით როდის შეგვიყვარებენ ჯერ ჩვენ….
არ მივდივართ პირველები….გვეშინია,რომ არ მიგვიღებენ
თავს არავის ვანდობთ….დაკარგვის გვეშინია.
მაგრამ საჩუქარი ხომ საჩუქარი აღარაა თუ ის უანგაროდ არ გვეძლევა
და სიყვარული სიყვარული აღარაა თუკი მას პირობები ახლავს
არადა სიყვარულის არსი იმაშია, რომ საკუთარი თავის დანახვა სხვა ადამიანში შეგეძლოს ხშირად ვფიქრობ უკვე იმაზე რომ ორი ადამიანის შეხვედრა უბრალო ქიმიური რეაქციაა რომელიც ოქსიტოცინს იწვევს. თაფლობის თვის დამთავრება ყოველთვის არ იწვევს ამ სიმპტომების გაქრობას რადგან სეროტონინის და ოქსიტოცინის ჭარბწარმოება დიდხანს გრძელდება.ოქსიტოცინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც "რომანტიკული სიყვარულის", ასევე ორგაზმის წარმოქმნაში. მაგრამ ამის ნაკლებად მჯერა რადგან სულ სხვანაირი სიყვარული ვიცი :) ჩემებური :) ადამიანები ხშირად მარტოსულები არიან, რადგანაც ხიდების მაგივრად კედლებს აშენებენ….
არადა შეუძლებელი არაფერია…. P.S სად ხარ ამდენ ხანს გელოდები რაღაცნაირად დავიღალე, იცი შენ მეტი ხარ ვიდრე საოცრება და ზღაპარი....

вторник, 22 июня 2010 г.

მე მგონი, არც ისე ფემინისტურია :)


დავიწყოთ იმით, რომ ეს ქალებისთვის ყოველდღიურობაა : მუდმივი თემა მამაკაცებზე. დიახაც, არის, იყო და იქნება.
დღესაც მოვკარი ყური ამ თემას და რა თქმა უნდა, თავს ვერ ვიკავებ, უბრალოდ, ჩემი აზრი აქ არ გამოვხატო. აბა, დავიწყეთ :)

გრძნობებზე თამაში - ეს მამაკაცებს გადასარევად ეხერხებათ. ცოდვა გამხელილი ჯობს და არც ქალები ვართ ამ მხრივ გამონაკლისები, მაგრამ დღეს მამაკაცებზე ვისაუბრებთ. თუ თქვენი მეგობარი ბიჭი( იგივე "ლოვე", იგiვე "სიცoცხლე", "სიყვარული", "ბუსუნა", თვალის ჩინი და ა.შ.) მიეკუთვნება კაცების იმ კატეგორიას, რომელსაც ეშინია, საყვარელმა ქალმა არ მიატოვოს, მოსალოცად საქმე ნამდვილად არ გქონიათ (ვიცი და მორჩა). არც დროული მოქმედება და არც გამოსწორებითი და ამღზრდელობითი გაკვეთილები გიშველით, ის ხომ მუდმივად ცდილობს ტერორში გიყოლიოთ: ''გიყვარვარ ? '' და თქვენი პასუხი მუდმივად არ აკმაყოფილებს: '' შენ მე არ გიყვარვარ'' ან ''ისე არ გიყვარვარ'' . ეს ხომ საყვედურია :|

თუმცაღა ახალ დაწყებულ ურთიერთობაში ამდაგვარ საქციელებს ქალებს ეღიმებათ და ღიმილს შემდეგი სიტყვები მოყვება: "ძალიან კარგი, დამაფასოს. იცოდეს, რომ ერთადერთი არაა..." (და რა იცის რომ ეს მამაკაცების თამაშის ნაწილია, სახელად "თავს შეგაყვარებ და ცხოვრებას გაგიმწარებ".)

მე მგონი, ზედმეტი ჩხუბის, კამათის მაგალითების მოყვანისა და თავის მართლების გარეშე უნდა მოითხოვო, რომ შეწყვიტოს თქვენს გრძნობებზე თამაში და პირდაპირ თქვას, რას მოითხოვს. როგორც წესი, ასეთი მანიპულატორები დარცხვეnილები გეხუტებიან და მეტ სითბოს ითხოვენ.

განა ღირს ასეთთან ურთიერთობა?

ისინი ცდილობენ თქვენი თვით შეფასების კოეფიციენტი რაც შეიძლება დაბლა დასცენ და არასრულფასოვნების კომპლექსი გააქტიურონ. რატომ ? ამის მიხვედრა არ არის ძნელი: ისინი ეჭვიანობენ. მშვენივრად ხედავენ თქვენს ღირსებებს მაგრამ ეშინიათ სხვაგან არ წახვიდეთ.

მოკლედ, თქვენ საკუთარ თავს სჭირდებით და თავაწეულები უნდა იყოთ. დაე, ნახოს თქვენმა საყვარელმა ადამიანმა, რომ თქვენი მართვა არც ისე ადვილია.


понедельник, 21 июня 2010 г.

"Normal ist anders"



გეი აღლუმი 25 ივლისს?
სწორედაც რომ უნდა ჩატარებულიყო, რომ არა საპატრიარქო და მშობელთა კავშირი.

საქართველოა და ქართული მენტალიტეტი, მაგრამ გადახედონ საქართველოს ისტორიას და იმ მიჩქმალულ, ეგრეთ წოდებულ "შავ" გეი ლაქებს აუცილებლად იპოვნიან სამეფო კარზე :)


წარმომიდგენია რუსთაველზე გამვლელი გეები მეტად სექსუალურ სამოსში, რომელთაც წინ უძღვებიან თბილისის წამყვანი გეები: ბესო–კესო და სექსო–ანა– ლექსო :) მე საერთოდ მომხრე ვარ გეების და ლესბების, მესმის მათი ორიენტაციის და მეცოდებიან გეები, რომელთაც ქალად უნდათ ყოფნა და გამოკეტილები არიან თავიანთ მამაკაცურ სხეულებში, ყოველდღიურად იპრანჭებიან და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ როგორმე სარკეში ჩახედვისას ის დაინახონ, ვისზეც ოცნებობენ და გონება აქვთ მომართული. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ქალი ისე მონდომებით არ უვლის თავს :).

ჰოდა, ინტერნეტში ბოდიალისას წავაწყდი გერმანულ გეი აღლუმს, რომელზეც მოკლედ მინდა რომ გიამბოთ. ლოზუნგით ''ნორმალური, ესე იგი სხვანაირი'' ("Normal ist anders"), რომელიც ჩატარდა ბერლინში 19 ივნისს, მასში მონაწილეობდა 600 ათასი ადამიანი, აღლუმი მიმდინარეობდა ბრანდერბურგის ჭიშკართან. ეს აღსანიშნავია იმიტომ, რომ პირველად მოხდა ამ ადგილას ეს ფაქტი. ახლა არ თქვათ, ევროსაბჭოს ფულს დახარბდიო :D რა ვქნა, მიყვარს ბებერი ევროპა :)
დავიწყოთ იმით, რომ ბლოგერობის არაფერი გამეგება, მაგრამ მაქვს ხოლმე შემოტევები წერის.
ეს ძრითადად ხდება მაშინ, როდესაც სამეგობრო რაიმე თემას განვიხილავთ ან მე მომდის აზრები, რომლებიც მინდა სადღაც რაღაცაზე გადავიტანო.
ჰოდა, იდეა ჩემმა ბავშობის საუკეთესო მეგობარმა, პომ მომაწოდა: "რატომ არ უნდა გავაკეთოთ ბლოგი, ელ?"

ალბათ იმიტომ, რომ ბლოგერების საიტებზე არ დავძვრები ხოლმე (თუ არ ჩავთვლით ნიკოლოს და კნუტს) ან იმიტომ, რომ კომპიუტერულ პროგრამებში დიდად ვერ ვერკვევი და საიტის პარამეტრების გასწორებაზე ტანჯვა გამოვიარე (ესეც თუ გასწორებულია რა. მაინც არაა ისეთი, როგორიც მინდა).


დავიწყოთ იმით, რომ ჩემი თავის დახასიათება მე არ მეხერხება. არა, ეს თავდაბლობის ბრალი არაა. უბრალოდ, მეც არ ვიცი როგორი ვარ.

თვალის ფერი 2 დღის წინ გავარკვიე. მემგონი მუქი ყავისფერია. ჰოდა, არაამბიციური ადამიანი ვარ და ეს მაღიზიანებს. თუმცა, სხვისი ამბიციურობაც მაღიზიანებს და საერთოდაც რა საჭიროა ამბიციები, შური არ ვიცი რა გრძნობაა. არა იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერი მქონდა, არამედ იმიტომ, რომ ყოველთვის მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს. ( ნუ ჰო კარგი, გარეგნობას არ ჩავთვლი, ვწუწუნებ ხოლმე მაგაზე და ნიკონის ფოტოაპარატზე :)

მოკლეედ გამიცანით მეგობრებისადმი უყურადღებო, ზარმაცი, ყველგან მყუდროების განსახიერება და მყუდროდ მყოფი ელე. იგივე მყუდრო :P